გასუფთავებულ მარწყვს ვაყრი ფენა ფენა შაქარს და მოვასხამ ცოტა არაყს, არაყს იმისთვის ვამატებ რომ კრავს ხილს და დუღილის დროს არ იშლება სასწაულია სცადეთ, გავაჩერებ 5 6 საათი , გამოიღებს სიროფს ანუ შაქარი სულ გადნება(თუ არ გადნა კარგად ხილს რომ გადაიტანთ ქილებში, 2 3 წუთით ცეცხლზე შემოდგით სიროფი, რომ გადნეს შაქარი) გადავიტან ხილს ქილებში, დავასხამ თავისივე წვენს. გავუკეთებ 20 25 წუთი სტერილიზაცია და მოვხუფავ.