განცალკევებულ კვერცხის ცილას ვუმატებთ მწიკვ მარილს, მწიკვ ლიმონმჟავას, ვანილს და ვიწყებთ თქვეფას ფუმფულა მასის მიღებამდე, შემდეგ ეტაპობრივად ვუმატებთ შაქარს, მყარი ბეზეს მიღებამდე. ბოლოს ვრთავთ მიქსერს და ხის ან სილიკონის კოვზის საშუალებით ფრთხილად ვურევთ სიმინდის სახამებელს. ბეზე გადაგვაქვს კალკა დაფენილ ფორმაზე, სურვილის შემთხვევაში ვაფრქვევთ ნუშის ფანტელს და ვაცხობთ ზედა-ქვედა წვის რეჟიმით 150° 30-35 წთ. ჩემთან ასე დასჭირდა, საცხობი ფორმა სტანდარტული გაზქურის. კრემის მომზადება: ძალიან ცივ ნაღებს მოვათავსებთ მიქსერის ჯამში, ვუმატებთ ვანილს (მიქსერის ჯამსაც მაცივარში ვაყოვნებ მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე) და ვიწყებთ თქვეფას საშუალო სიჩქარეზე, 3-4 წუთში ვუმატებთ სიჩქარეს, ვთქვეფთ იქამდე სანამ ნაღები მყარ კრემად არ გადაიქცევა, უკვე ფორმები რომ ჩნდება თქვეფისას მზადაა, ვუმატებთ შაქრის პუდრს და მხოლოდ 1 წუთი ვთქვეფთ, კრემი მზადაა. გაითვალისწინეთ რომ ნაღებს ძალიან ბევრი თქვეფა არ სჭირდება. ბეზეს ფენაზე გადავანაწილებთ კრემს, სულ ცოტა მოვიტოვე ზემოდან გასაფორმებლად. ასევე გადავანაწილებთ ხილს, სურვილით რა თქმა უნდა, მე მარწყვი გამოვიყენე და გადავახვევთ რულეტივით, თუ ოდნავ მსხვრევადია ბეზე ეს არაა პრობლემა, ზემოდანაც გააფორმებთ სურვილით და მაცივარში ვათავსებთ 1 ან 2 სთ. უმჯობესია რომ არ გააჩეროთ იგი მეორე ან მესამე დღემდე, რადგან თავისებურად კარგავს ბევრი დროის გასვლის შემდეგ სტრუქტურას. სინჯეთ მართლაც უგემრიელესი და უნაზესი დესერტია