42x37 ზომის საცხობ ფორმაში (ან ღრმა თუნუქის ფურცელზე) ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცოტა ცხიმი და მოვაფრქვიოთ ფქვილი. კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ,დავუმატოთ კვერცხი, ლიმონის ცედრა და მარილი. ერთად დავაცრათ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კარტოფილის სახამებელი და ავთქვიფოთ. ბოლოს დავუმატოთ ლიმონისწვენი და არაჟანი. ცომი მოვათავსოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ მოცხარი დაგამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წთ. გაგრილებულ ნამცხვარს შაქრის პუდრი მოვაფრქვიოთ.