ბადრიჯანი დავჭრათ რგოლებად. წიწაკები შუაზე გავჭრათ და ამოვაცალოთ თესლი. ხახვი და მწვანილი წვრილად დავკეპოთ. რგოლებად დავჭრათ კიტრი. ბადრიჯანსა და წიწაკას ცოტა ზეთი მოვასხათ და გრილზე ან 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევწვათ. შემწვარი წიწაკა ზოლებად დავჭრათ. სალათის ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ და ზემოდან მოვაყაროთ ბრინზა.