სოკოს მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ზეთში ტაფაზე ან ღუმელში. არაჟანში ავურიოთ მდოგვი, ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი და პილპილი. დავუმატოთ წვრილად დაკეპილი ან გატარებული მწვანილი, წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი და კარგად ავურიოთ. შემწვარ სოკოს მოვასხათ სოუსი და ცხელი მივიტანოთ სუფრაზე.