გასუფთავებული კარტოფილი დავჭერი საშუალოდ, დავასხი წყალი იმდენი რომ ოდნავ ფარავდა, დავამატე დაფნის ფოთოლი (რომლებიც ადუღებიდან 3 წუთში ამოვიღე) და მოვხარშე სულ ოდნავ რომ აკლდა ისე. (ანადუღარი წყალი გვერდით მქონდა შემდეგ გამოსაყენებლად). ცალკე ტაფაში ზეთში მოვშუშე წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ხორცსაკეპ მანქანაში გავატარე წინასწარ გასუფთავებულები სტაფილო, ბულგარული წიწაკა, კანიანად პომიდორი, მწარე წიწაკა, რომლებიც დავამატე ტაფაში მოშუშულ ბოსტნეულს, ასევე პაპრიკა და ეს ყველაფერი დაბალ ცეცხლზე მოვშუშე შესქელებამდე და დავამატე ქვაბს. წვრილად დავჭერი ყველა მწვანილი და ასევე დავამატე ქვაბს. ოდნავ გასათხელებლად ანადუღარი წყალი, შემდეგ კი თავდახურულში დაბალ ცეცხლზე ვადუღე სრულ მზაობამდე. დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში, რადგან კარტოფილი მანამდე თითქმის მოხარშული იყო. გამოვიდა უგემრიელესი წვნიანი და თან მარხვის დროსაც არაჩვეულებრივია.