კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფე. ვუმატებ ნელ-ნელა შაქარს, ვიღებ მყარ ბეზეს. ვუმატებ კვერცხის გულებს თითო-თითოდ. ბოლოს გაცრილ ფქვილს რამდენიმე ეტაპად, ვურევ ფრთხილად ნიჩბით. გადამაქვს ფორმაში (20x22 სმ) და ვაცხობ 150 გრადუსზე ზედა ქვედა წვით 1 სთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. ბისკვიტი გრილი რამდენიმე საათი შევინახე მაცივარში შეფუთულ მდგომარეობაში. ალუბალი გამოვიყენე 500-600 გრ კურკის გარეშე, რომელსაც წინა საღამოს დავაყარე 2 სკ სავსე შაქარი და დავასხი კონიაკი (დაფაროს). რაც წვენი გამოყო გამოვიყენე ბისკვიტების დასანამად და ხილი ფენებს შორის კრემთან ერთად ჩავაფინე. კრემის მომზადება: კვერცხის გულს ვუმატებ შაქარს, ფქვილს, მწიკვ მარილს, ვანილს, კაკაოს, ვურევ ერთმანეთში და ვხსნი რძეში. ვდგამ ცეცხლზე, მუდმივი მორევით როგორც შესქელდება და წამოიღებს ბუშტებს მზად არის. გადამაქვს სხვა ჯამზე გასაგრილებლად. ოთახის ტემპერატურის ფაფას ვუმატებ წინასწარ კარგად გათქვეფილ კარაქს ეტაპებად (კარაქიც უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის). მზა ტორტს რამდენიმე სთ სჭირდება მაცივარი. ზემოდან გამდნარი შოკოლადი ცოტა ნაღებით.