თავდაპირველად მოვამზადე გუფთები გატარებულ ფარშს შევურიე, ასევე გატარებული ხახვი. დავამატე მარილი კვერცხი და ბრინჯი. ფარში კარგად მოვზილე და მოვხარშე მარილწყალში. ცალკე ქვაბში მოვშუშე დაჭრილი ხახვი სტაფილოები და ბულგარულები ზეთში. შემდეგ დავამატე კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი ტომატის პასტა და პაპრიკა განვაგრძე მოშუშვა. შემდეგ დავასხი ქვაბში ნახევრამდე წყალი და დავუმატე მარილი და გახეხილი ნიორი. როცა ადუღდა წყალი დავამატე კარტოფილი ცოტა ანადუღარი წყალი თვალის ზომით და ნახევრად რომ მოიხარშა დავუმატე ბრინჯი. კარტოფილი და ბრინჯი რომ მოიხარშნენ დავუმატე მზა გუფთები დაჭრილი მწვანილი და მხოლოდ 2 წუთი ვადუღე ყველაფერი ერთად დაბალ ცეცხლზე. თუ მწარე გვინდა დავამატოთ წიწაკაც.