ბალი გავრეცხოთ და გამოვაცალოთ კურკა ისე, რომ მთლიანობა არ დაირღვეს. უკვე დაკურკული 2.5 კგ ბალს ჭირდება 2.5 კგ შაქარი. დაკურკულ ბალს ფენა-ფენა დავაყაროთ შაქარი გავაჩეროთ 2 საათი. დავდგათ ცეცხლზე დავასხათ 250მლ წყალი და ვხარშოთ ადუღებიდან 15 წთ. შემდეგ გავაციოთ და 20წთ ვხარშოთ. რომ გაცივდება ბოლოს დავჭრათ 1 ცალი ლიმონი რგოლებად ჩავალაგოთ მურაბაში და ვხარშოთ სანამ კარგი ქარვისფერი არ იქნება(დასჭირდა დაახლოებით 20-25წთ) ბოლოს მოვაყაროთ ვანილი. ჩავასხათ ცხელ-ცხელი მშრალ ქილებში. ნიგვზიანი ბალიც იმავენაირად მოვამზადე, კურკის ადგილზე ვდებთ დაჭრილ ნიგოზს. 1.5კგ ბალს დაჭირდა დაახლოებით 120-150 გრამამდე ნიგოზი. ნიგვზიანი მურაბა ფერად ცოტა მუქი გამოდის.