გახეხილი ნამცხვარი -ფხვიერი და ნაზი დესერტი
გახეხილი ნამცხვარი -ფხვიერი და ნაზი დესერტი
დრო 90წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • კეფირი - 2 ს.კ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 2
  • ფქვილი - 2.5-3 ჭიქა
  • კარაქი ან მარგარინი - 200 გ
  • დაჭრილი ნიგოზი, თხილი ან ნუში - ზემოდან მოსაყრელად.
  • სასურველი გულსართი
მომზადების წესები
ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ კეფირში გახსნილი სოდა. შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი და დანარჩენი ინგრედიენტები.  მიღებული ცომი ორად გავყოთ, მაცივარში გავაციოთ 30-40 წუთი.

გვერდებიან ფორმას ცხიმი მოვუსვათ, ცომის ერთი ნაწილი მსხვილად გავხეხოთ და ფორმის ძირზე გადავანაწილოთ. შემდეგ გულსართი დავამატოთ, ზემოდან კი ცომის მეორე ნაწილი დავახეხოთ. მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი.
გამოვაცხოთ  180 გრადუსზე, სანამ მსუბუქ ოქროსფერს არ მიიღებს. 
თბილსვე მოვაყაროთ შაქრის პუდრა და დავჭრათ კვადრატებად. 

*გულსართი შეიძლება იყოს ჯემი, გახეხილი ვაშლი შაქართან ერთად, ხაჭო, რომელსაც შაქარს, გამდნარ კარაქს და კვერცხს დავამატებთ.
ტეგები:
ვაშლი ხაჭო ფხვიერი ცომი ნიგოზი ნანახია: 27218