ქათამი დავჭრათ ნაჭრებად. ხახვი წვრილადდავკეპოთ. ქვაბში გავაცხელოთ კარაქი, დავუმატოთ ქათამი და თავდახურული დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 5 წუთი, შემდეგ დავუმატოთ ხახვი და ერთად მოვშუშოთ. როცა ხორცი დარბილდება, დავასხათ 1ჭიქა წყალი და დავახუროთ სახურავი. ცალკე ჯამში ავურიოთ არაჟანი, ფქვილი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ყვითელი კოჭა და 2-3 ჭიქა წყალი, მიღებული მასა დავასხათ ქათამს და ამოვურიოთ. იმდენი წყალი დავუმატოთ, რომ ქათმის ხორცს მოადგეს დაწამოვადუღოთ. ბოლოს მოვაყაროთ ქონდარი დაგადმოვდგათ ცეცხლიდან.