კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, სანამ გათეთრდება და ფაფუკ სტრუქტურას მიიღებს,დავუმატოთ ვანილი, გამაფხვიერებელიდა დავაცრათ ფქვილი. ფრთხილად ამოვურიოთ და გადავანაწილოთ ქაღალდდაფენილ, ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოვიღოთნოტიო ჩაის ტილოზე, მოვაშოროთ ქაღალდიდა ცხელივე გადავახვიოთ ტილოში. კენკრის გარდა კრემის ყველა ინგრედიენტი კარგად ავთქვიფოთ და წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ, შემდეგ გავაცივოთ და მიქსერით ავთქვიფოთ. ბისკვიტს წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ კენკრა და გადავახვიოთ. ნამცხვარს კრემი ზემოდანაც წავუსვათ და მოვრთოთ ხილითა და ქოქოსით.