სოკო და ქათმის ფილე გავრეცხოთ, კარგად გავწუროთ და დავჭრათ წვრილად.ცხელ სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი და მოვთუშოთ დაჭრილი ხახვი, ფილე დასოკო. დავუმატოთ გარეცხილი ბრინჯი და რამდენიმე წუთით მოვხრაკოთ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი, ღვინო და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ბრინჯის სრულად მომზადებამდე.დავახეხოთ ყველი და კარგად ამოვურიოთ. შევკაზმოთ მარილითა და ქარის სუნელით.ბოლოს დავუმატოთ კარაქი.