ბოლოკის გარეცხილი ფოთლები მდუღარე წყალში მოვწალოთ.ამოვიღოთ საწურზე, გავაცივოთ და გავწუროთ. ნიგოზი,მწვანილები, ხახვი, ნიორი დაგაწურული ფოთლები ძალიან წვრილად დავკეპოთ ან ჩოფერში დავაქუცმაცოთ. შემდეგ დავამატოთ მარილი, ძმარი და ხელით კარგად ავზილოთ. სიმინდის ფქვილითადა თბილი წყლით მჭადის ცომიმოვზილოთ. 4 პატარა თიხისფორმას ან კეცს ცოტა ზეთიწავუსვათ, შიგ მოვათავსოთ ცომი და გამოვაცხოთ 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში,შემდეგ ფრთხილად ამოვიღოთ ფორმებიდან და მხალით გავავსოთ. სურვილისამებრ მოვრთოთ.