კვერცხი ჩანგლით ავთქვიფოთ,დავუმატოთ მარილი და შაქარი. კეფირი ოდნავ შევათბოთ,გავხსნათ მასში სოდა დადავუმატოთ კვერცხს. დავაცრათ ფქვილი და მოვურიოთ,სანამ ერთგვაროვან მასას მივიღებთ. ცომს შევურიოთ გამდნარი კარაქი და მოცვი. ტაფა გავაცხელოთ, წავუსვათ კარაქი, ზედ დავასხათ ცომი დაგამოვაცხოთ ორივე მხრიდან საშულო ტემპერატურაზე. ბოლოს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.