გავაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა. გულები შევურიოთ არაჟანს. საფუარი გავხსნათ თბილ წყალში.ფქვილი ავსრისოთ კარაქთან, დავამატოთ მარილი, არაჟანი და საფუარის მასა. მოვზილოთ საკმაოდ მაგარი, თუმცა ელასტიური ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და 2 საათი მაცივარში გავაჩეროთ.ვაშლები ოთხად გავჭრათ , გული ამოვაცალოთ და თხლად დავჭრათ.ცომის 2/3 გავაბრტყელოთ და გვერდებიან ფორმაში ჩავაფინოთ, გვერდებიც ამოვუყვანოთ. დავალაგოთ ვაშლი და შაქრის ნაწილიც მოვაყაროთ. ზედ დავაფინოთ ცომის მეორე ნაწილი, ზემოდან გადავუსვათ დარჩენილ შაქართან ერთად ათქვეფილი ცილა და დარიჩინი მოვაყაროთ. გამოვაცხოთ 35-40 წუთი 180 გრადუსზე.