კვერცხებს განვაცალკევებთ ცალკე ცილას, ცალკე გულს, ცილას გამოვიყენებთ ბეზესთვის და ასევე მოვიტოვებთ 1 კვერცხის გულს ზემოდან წასასმელად. 5 კვერცხის გულს გავთქვეფთ, დავუმატებთ მწ. მარილს, 200 გრ. ცივ წყალს, 1 ს.კ.არაყს და 50 გრ. უსტამს, ვანილს. ბოლოს ვუმატებთ ფქვილს ისე, რომ რბილი ცომი მოიზილოს. ცომს ვყოფთ 3 ნაწილად, თითოეულ გუნდას 2 ჯერ წავუსვამთ დარჩენილ 200 გრ. კარაქს(მარგარინს)და ვაჩერებთ მაცივარში 30 წთ. შემდეგ ვაცხობთ ერთ ფენას, რომელსაც აწყობის დროს ვათავსებთ შუაში. ამასობაში მოვამზადებთ ბეზეს. ბეზე: 6 კვერცხის ცილას ვუმატებთ მწ. მარილს, ვანილს და ვიწყებთ თქვეფას, შემდეგ ეტაპობრივად ვუმატებთ შაქარს, მყარი ბეზეს მიღებამდე, ამოყვანილ ბეზეს ვუმატებთ ნიგოზს, ან მიწისთხილს და ქიშმიშს. აწყობა: ცომის პირველი ფენა, შემდეგ ბეზე, გამომცხვარი ფენა, ისევ ბეზე, მესამე ცომის ფენა. ვჭრით სასურველ ნაჭრებად და ზემოდან ვუსვამთ, 1 კვ. გული+1 ჩ.კ.არაჟანი, გააფორმებთ თქვენი სურვილით, მე ნუში გამოვიყენე. ვაცხობთ მაღალ ტემპერატურაზე 200°, 30-40წთ. გამოცხობამდე 5-7 წუთით ადრე მოვასხათ თაფლიან სიროფს, რომელიც ასე მოვამზადე: 3ს.კ. თაფლს დავუმატე 3ს.კ წყალი, 1ს.კ.შაქარი, ვადუღე 2-3 წუთი და ცხელივე მოვასხი ნამცხვარს. გათვლილია დიდი ზომის საცხობ ფორმაზე(გაზქურის)