3 ცალი მოზრდილი კარტოფილი და 2 ცალი სტაფილო გავასუფთაოთ და დავჭრათ ფიგურული საჭრელით მსხვილად, რომ არ ჩაიშალოს. 2 თავი ხახვი და 2 კბილი ნიორი დავჭრათ ალყა-ალყა მოვთოვოთ ზეთში. დავუმატოთ სტაფილო, 2 ცალი წითელი ბულგარული და 1ცალი ყვითელი ბლგარული დაჭრილი, მოვასხათ 0.5 ლ გახეხილი პომიდორი, კარტოფილი. ზემოდან მოვალაგოთ კატლეტები, დავდგათ საშუალო ცეცხლზე 35წთ. ბოლოს მოვაყაროთ ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, 2 კბილი ნიორი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი. კატლეტისთვის 500 გ ფარშს დავუმატე ქინძი, ოხრახუში, ხახვი, ნიორი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.