მოვზილოთ ცომი. დიდხანს მოზილვა არ უნდა, მთავარია კარგად შეიკრას და შევახვიოთ საკონდიტრო ცელოფანში. ვინახავთ საყინულეში, სანამ ისე არ გაიყინება, რომ გასახეხად ადვილი იყოს. ამასობაში ვამზადებთ ხილის შიგთავსს. 5-6 ატამი და ვაშლატამა დავჭერი მომცრო კუბებად (ნებისმიერი ხილი შეგიძლიათ - თქვენი გემოვნებით) და თასში ავურიე 4 სკ. სახამებელი და 4 სკ. შაქარი, კარგად ამოვურიე, რომ გადანაწილებული ყველგან. ცომი ამოვავლე ფქვილში და გავხეხე მსხვილ სახეხზე, ფორმაზე დავაფინე საკონდიტრო ქაღალდი და დავყარე ცომის ნახევარი, ისე რომ ძირი კარგად დაფარულიყო, შემდეგ მოვაყარე ხილი და ზემოდან ისევ გახეხილი ცომი.ვაცხობთ 200 გრადუსზე, დასჭირდა თითქმის 45 წუთი. უნდა დაიბრაწოს კარგად, შიგნით ცომი არ რჩება