წვრილად დაჭრილი ხახვი ოდნავ მოვბრაწოთ და დავუმატოთ წვრილად გახეხილი სტაფილო ცოტახანს მოვშუშოთ და დავუმატოთ ბულგარული. 3 წუთის მერე დავასხათ ტომატი და წამოვადუღოთ, შემდეგ დავასხათ ცხელი წყალი და ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი. კარტოფილი ნახევრად რომ მოიხარშება დავამატოთ ნიორი. ბოლოს კი მწვანილები, მარილი, სუნელები და წიწაკა.