ფქვილს დავამატე საფუარი, შაქარი, მარილი, წყალი და მოვზილე ცოტა მაგარი ცომი, ბოლოს გადავზილე კარაქით,დავაყოვნე ნახევარი საათი და ისევ ჩავზილე, მეორედ უკვე კარგად რომ ამოვიდა, გამოვაცხვე ხაჭაპურები და მზის ფორმის აჭარული ხაჭაპური. ამოვაგუნდავე 250გ ცომი ჩავდე იმერული ყველი და მაღლიდან დავადე სულგუნი, გამოვაცხვე 250-300 გრადუსზე.