კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, მინიმუმ 5-6 წუთი, შემდეგ დავუმატოთ შაქრის პუდრი, გავთქვეფთ ისევ, შემდეგ კვერცხი, თაფლი, ბოლოს კონიაკი ან რომი, სოდა, ვანილინი, მიქსერით გავთქვიფოთ და გაცრილ ფქვილს ვუმატებთ ეტაპობრივად და ვზელთ ან ხელით, ან სილიკონის კოვზით. როგორც კი დამზადდა ორცხობილას მასა, მაშინვე უნდა დავსვათ პერგამენტ ჩაფენილ ტაფაზე ფორმების და პარკის მეშვეობით, თორემ ამ ცომმა იცის გასქელება (ხდება მკვრივი) და გართულდება მასთან მუშაობა. ვიყენებთ ან ზეფირის ფორმას, ან ფრანგული ვარსკვლავის საკონდიტრო ფორმა. დასმული ცომის "მზე-ყვავილებში" ჩაღრმავება გავუკეთოთ, დავუმატოთ იქ სასურველი ჯემი ან ხილის პიურე, გამოვაცხოთ 170-180° გრადუსზე და მიიღებს ღია ოქროსფერ ფერს.