1კგ. ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, 1სკ. მარილი, 550 მლ ცივი წყალი. მოვზილოთ მაგარი ცომი შევფუთოთ ცელოფანში და დავასვენოთ მაცივარში 1 საათი. ნაკლებმარილიანი ჭყინტი ყველი და ცოტა სულგუნი გახეხილი ავურიოთ. კარტოფილიანებისთვის გათლილი კარტოფილი დავჭერი, მოვხარშე გადავუწურე წყალი დავუმატე კარაქი, მარილი და უმნიშვნელოდ შავი პილპილი. ცომი გავაბრტყელოთ ამოვჭრათ, ჩავდოთ გულსართი და მივცეთ სასურველი ფორმა. ჩავყაროთ ცოტა მარილიან ადუღებულ წყალში და ვხარშოთ 7-8წთ. გააჩნია ცომის სისქეს. შეგიძლიათ მივირთვათ არაჟანთან, კარაქთან.