ბლანმანჟე ბანანით
ბლანმანჟე ბანანით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჟელატინი - 15-20 გ
  • ბანანი - 2
  • შაქარი - 100 გ
  • არაჟანი - 500 გ
  • შოკოლადი - 25 გ
მომზადების წესები
ოთახის ტემპერატურის არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად. ჟელატინს დავასხათ ცხელი, მაგრამ არა მდუღარე წყალი და გავხსნათ, შემდეგ გავაგრილოთ და ჩავამატოთ არაჟანში.  
ჟელატინი და არაჟანი ერთი ტემპერატურის უნდა იყოს.

ჭიქებში ჩავალაგოთ დაჭრილი ბანანი, დავასხათ არაჯანი და შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათი.მზა ჟელეს ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი
ტეგები:
არაჟანი შოკოლადი ბანანი ნანახია: 26325