დავჭერი საზამთრო,ამოვაცალე გული(ოდნავ დავუტოვე წითელი ფენა ). გარეთა მწვანე ქერქი ძალიან თხელ ფენად მოვაშორე ბოსტნეულის სათლელით და დავჭერი სასურველი ზომის და ფორმის ნაჭრებად.მოვათავსე სოდიან წყალში, კარგად უნდა დაიფაროს (1 ლ წყალს სჭირდება 1 ჩკ სოდა). გავაჩერე 4-5 სთ,შემდეგ გამდინარე წყალში კარგად გავრეცხე. მოვადუღე სიროფი, ჩავალაგე საზამთროს ნაჭრები და ვადუღე საშუალო ცეცხლზე 10-15 წთ.დავტოვე იმავე ქვაბში მთელი ღამე.მეორე დღეს ისე წამოვადუღე 15 წთ საშუალო ცეცხლზე,ამოვალაგე ხილი საშრობ დაფაზე და გამოვაშრე 60 გრადუსზე ჩირის აპარატში 24 სთ. შეგიძლიათ გადააფაროთ დოლბანდი და 2-3 დღე გამოაშროთ მზეზე.