მწვანე ლობიო მქონდა რამდენიმე დღით ადრე მოხარშულ-გაყინული, გავალღვე და ის გამოვიყენე. ბადრიჯანი გარეცხვის შემდეგ გავფცქვენი, ოთხად გავჭერი შემდეგ შუაში კიდევ ოთხად,მოვაყარე მარილი,ცოტა ხანში ნაზად გავწურე და შევწვი ტაფაში საჭირო რაოდენობის ზეთში,შემდეგ გადავიტანე ლანგარზე. იგივე ტაფაში დაბალ ცეცხლზე ცოტა ზეთში მოვათავსე ჯერ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშე, შემდეგ დაჭრილები სტაფილო,ნიორი და ბულგარულები და პომიდორი,ესენიც რომ ჩაიშუშნენ გადავიტანე თასში. ასევე სანახევროდ შევწვი კარტოფილი. წვრილად დავჭერი მწვანილები,წიწაკა. ქვაბში ეს ყველაფერი მოვათავსე ფენა-ფენა ლობიოს ჩათვლით,ბოლოს დავამატე მწვანილები,ირგვლივ მოვაყარე მარილი (ზეთი აღარ დამიმატებია) საჭიროებდა რადგანაც მანამდე მქონდა გამოყენებული) და დავადგი დაბალ ცეცხლზე კარტოფილის სრულ მზაობამდე.არცერთი წვეთი წყალი არ შემირევია,საკმარისი იყო პომიდვრის წვენიც. გამოვიდა უგემრიელესი კერძი. და კიდევ ვისაც დროის დეფიციტი გაქვთ შეგიძლიათ ერთადაც მოათავსოთ ჩამოთვლილი პროდუქტები და ისე მოხარშოთ,მაგრამ მე ამ ეტაპზე ასე მინდოდა მისი მომზადება.