საფუარში აურიეთ 2 სკ. ფქვილი და გახსენით 1 ჩჭ. თბილ წყალში. შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას. შაქარი გათქვიფეთ ზეთში. ვანილი მუსკატი დარიჩინთან ერთად როდესაც საფუვრიანი მასა გაფუვდება, ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, ჩაყარეთ ფქვილი და ჩაასხით საფუვრიანი წყალი; ჩაუმატეთ შაქრიანი ზეთი, ჩაყარეთ მარილი, ქიშმიში და მოზილეთ ცომი; გადააფარეთ და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. როცა აფუვდება, კიდევ კარგად ზილეთ. აირღუმელის ტაფას მოუსვით მცირე ოდენობის ზეთი და, როდესაც ცომი მეორედ აფუვდება, ამოიღეთ ფუნთუშების ზომებად, დააწყვეთ ტაფაზე და დადეთ თბილ ადგილას. როცა ფუნთუშები ზრდას დაიწყებს, თავზე ფრთხილად მოუსვით ზეთი (ბამბით) და შედგით აირღუმელში. როდესაც ისინი გაწითლდება ფუნთუშები მზადაა.