დავაჩოფეროთ ორცხობილა, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, რათა ფხვიერი მასა მივიღოთ, გადავიტანოთ 20 სმ/დმ. ფორმაში, დავტკეპნოთ და მაცივარში მოვათავსოთ 1 სთ. ვიღებთ ცივ ინგრედიენტებს, კრემ-ყველს დავუმატოთ არაჟანი, შესქელებული რძე, შაქრის ფხვნილი, ვანილი და გავაერთიანოთ კარგად. 35 გ. ჟელატინს დავუმატოთ 100 მლ. ცივი რძე და დავაყოვნოთ აფუებამდე. მასა გავყავი 2 ნაწილად, პირველი ფენისთვის ავიღე 500 მლ. და დავუმატე ხილი, ჩემს შემთხვევაში ჟოლო მოცვი და წითელი მოცხარი. შეგიძლიათ დაუმატოთ საკონდიტრო ფერიც. ბოლოს ვუმატებთ გაფუებულ და გამდნარ(მიკროტალღურში, ან ორთქლზე)ჟელატინს და გადაგვაქვს ორცხობილაზე, მაცივარში ვათავსებთ გამყარებამდე. 20გ. ჟელატინს ვასხამთ 50 მლ. რძეს და ვაყოვნებთ აფუებამდე. უკვე გაფუებულ და გამდნარ ჟელატინს ვუმატებთ დარჩენილ მასას და გადაგვაქვს მეორე ფენად ფორმაში, მაცივარში ვტოვებთ 5-6 სთ. ან მთელი ღამით. ზემოდან გაფორმება თქვენი სურვილით, მე ისევ კენკრა გამოვიყენე, უგემრიელესი და უნაზესი დესერტია