10 ცალი კვერცხი მოვხარშე მაგრად, გავფცქვენი და მოვათავსე ლანგარზე. ცალკე თასში მაიონეზს დავამატე წყალი,მარილი, პილპილი,ყვითელი ყვავილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი კამა და ეს ყველაფერი კარგად გავხსენი ერთმანეთში. შემდეგ ჩავალაგე კვერცხები და ორი საათით მოვათავსე მაცივარში.