ვიყიდე გამოყვანილი კაკალი, გამოვიდა ძალიან კარგი. დავჩხვლიტე, 4 დღე უცვალე წყალი. მეხუთე დღეს დავიწყე მოხარშვა.100ც კაკალი დავფარე წყლით, წამოვადუღე 15წთ. გადავღვარე ისევ დავასხი ცივი წყალი გამდინარე, კაკალი რომ გაცივდა დავასხი 2ლტ წყალი 1სკ შაბი ისევ წამოვადუღე 15წთ, გადავღვარე. ისევ გამდინარე წყალში ჩავყარე სანამ კაკალი არ გაცივდა, შემდეგ წამოვადუღე 2ლტ წყალი და 1ჭ შაქარში ისევ 15წთ. ისევ გადავღვარე. გამდინარე წყალში გავავლე კაკლის გაცივებამდე. 2კგ შაქრით და 2.5ლტ წყლით მოვადუღე სიროფი, ცხელში ჩავყარე კაკალი და ვადუღე 2სთ. დოლბანდში გამოვკარი 1 ცალი დამტვრეული დარიჩინის ჩხირი, 8 ცალი მიხაკი, 2ცალი ილი, 1ც ანისის ვარსკვლავი პატარა, მუსკატის კაკალი ნახევარი. ჩავაგდე და მეორე დღეს გავაგრძელე ხარშვა, დაჭირდა კიდევ 1.5 საათი მზაობამდე. ბოლოს დავამატე ცოტა ლიმონმჟავა და ვანილი. კარგად უნდა პრიალებდეს და ბლანტი სიროფი უნდა ჰქონდეს ზეთივით.