300 გრამი ღორის ხორცი და 2 ცალი ბარკალი დავჭერი და კარგად გარეცხვის შემდეგ 2 საათით დავამარინადე 200 გრამ ღვინოში,1 ჩაის კოვზ მარილსა და 1 სადილის კოვზ პაპრიკაში,შემდეგ წვენი გადავწურე და კარგად დავბრაწე ტაფაში საჭირო რაოდენობის ზეთში, შემდეგ გადმოვიღე ცალკე თასში. იგივე ტაფაში შევწვი მრგვლად დაჭრილი 1 კილო კარტოფილი და გემოვნებით დავამატე მარილი და შავი პილპილი. უკვე შემწვარს კი შევურიე ხორცები,ხის კოვზით კარგად ამოვურიე და ზემოდან მოვაყარე ალყად დაჭრილი ხახვი.