1კგ დანდური გავარჩიე, მოვაცილე უხეში ღეროები, გავრეცხე გამდინარე წყალში. წამოვადუღე ცოტა მარილიან წყალში, ოდნავ რომ მორბილდა გადავიტანე ცივ წყლიან ჯამში, შემდეგ კი გავწურე. პატარა კონა მწვანე ქინძი გავრეცხე და დავჭერი, 4 კბილი ნიორი დავნაყე, ძმარი, მარილი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით. გამოდის ცოტა ლორწოვანი მასა.