გარეცხილ, გათლილ, მკვრივ გარგარს, ფანქრის საშუალებით, ყუნწის მხრიდან გამოვაცალოთ კურკა, ისე რომ მთლიანობა არ დაირღვეს. გავთალოთ, მოვათავსოთ სამურაბე ქვაბში და დავაყაროთ შაქარი. გავაჩეროთ 5-6 საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვადუღოთ 15 წუთი. არ ურიოთ! ფრთხილად მოვაცილოთ ქაფი. გამოვრთოთ და გავაციოთ ბოლომდე. ისევ შემოვდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ 10წთ. კვლავ გავაგრილოთ. მესამე ჯერზე მოვაწუროთ 1 ცალი (პატარა) ლიმონის წვენი, რათა არ დაშაქრდეს სიროფი. (გარგარის არომატსაც ძალიან უხდება ლიმონის წვენი) ვადუღოთ კვლავ 10 წთ. და გადავიტანოთ სტერილურ ქილებში. გავაციოთ ამობრუნებულ მდგომარეობაში.