500 გ. საქონლის და 200 გ. ღორის ხორცს გატარებულს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, 1 კვერცხი. მარილი და წიწაკა გემოვნებით. ცოტა ბრინჯი. გადავზილოთ კარგად რომ შეიკრას. 1 თავი ხახვი დავჭრათ მოვშუშოთ ცხიმში. დავუმატოთ მდუღარე წყალი და ჩავყაროთ ფარშისგან გამზადებული ბურთები. 1 სკ. ტომატ-პასტა, ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ორი ღერი კამა და ნიორი. მარილი და წიწაკა გემოვნებით.