4 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი გარეცხვის შემდეგ დავჭერი სიგრძეზე, მოვაყარე მარილი და ცოტა ხანში თავიდან გავრეცხე,გავწურე და შევწვი საშუალო ცეცხლზე საჭირო რაოდენობის ზეთში და გადავიტანე თასში. ამავე ტაფაში მოვშუშე ორი ცალი ალყად დაჭრილი ხახვი, ასევე დაჭრილი 2 წითელი და 2 მწვანე ბულგარული წიწაკები და გახეხილი 4 კბილი ნიორი, ესეც მივამატე თასში მოთავსებულ ბადრიჯანს. ტაფაში მოვშუშე (ცოტა ზეთის დამატებით) 4 ცალი კანგაცლილი,წვრილად დაჭრილი პომიდორი და 1 ცალი მწარე წიწაკა. ჩემთვის სასურველი სისქე რომ მიიღო, ესეც მივამატე თასს,ასევე წვრილად დაჭრილები ქინძი,ოხრახუში და რეჰანი,დავამატე გემოვნებით მარილი, 1 ჩაის კოვზი ძმარი და 2 ჩანგლის დახმარებით ფაქიზად ავწეწე, შემდეგ კი გავაციე.