ხორციანი ბლინები ღუმელში
ხორციანი ბლინები ღუმელში
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • რძე - 100 გ
  • კვერცხი - 4
  • სოუსისთვის:
  • გახეხილი ყველი - 250 გ
  • ბარდა, კონსერვირებული - 200 გ
  • სიმინდის კონსერვი - 200 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
  • ხახვი - 1
  • ფარში - 500 გ
  • მზა ბლინი
  • მწვანილი
მომზადების წესები

მოვამზადოთ ბლინები ამ ბმულზე მოცემული რეცეპტის მიხედვით, შაქრის გარეშე.

გულსართისთვის დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ, დავამატოთ ფარში. ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ფარში არ მომზადდება.  გადმოვიღოთ ცეცხლიდან და დავამატოთ სიმინდი, ბარდა, წვრილად დაჭრილი წიწაკა და გახეხილი ყველი. შევაზავოთ მარილით და პილპილით. 

გულსართი გადავახვიოთ ბლინებში და ჩავალაგოთ ფორმაში. დავასხათ სოუსი, რომელსაც ასე მოვამზადებთ: ერთად ავთქვიფოთ რძე, კვერცხი, მარილი და პილპილი.

მოვამზადოთ ღუმელში 180 გრადუსზე, 30 წუთი. უკვე მზას მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.