დაგვჭირდება მხოლოდ ატამი და ფენოვანი ცომი. თუ ნაყიდი ფენოვანი ცომით ან შინაურული სამარხვო ფენოვანით მოამზადებთ ,სამარხვო დესერტი გამოვა. როცა მარხვა არაა, არასამარხვო ფენოვანით ვამზადებ და ვაფორმებ კრემით. ცომი დავჭრათ ოთხკუთხედებად, დავადოთ გათლილი და დაჭრილი ატამი ( უგემრიელესია სხვა ნებისმიერი ხილით, ნებისმიერი კენკრა, გარგარი, ვაშლი ძალიან უხდება). მოვაყაროთ შაქარი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე.