დავჭრათ კუბიკებად ორივე ხორცი, ასევე ქონიც, მოვაყაროთ ხახვი, ნიორი მარილი, პილპილი, ქონდარი, ქინძი, კარგად გადავურიოთ და დავასვენოთ 30 წუთი, ეს მთლიანი მასა გავატაროთ მსხვილ ბადეში, მოვაყაროთ, კოწახური, ბროწეული დაღერღილი წიწაკა, დავამატოთ დაახლოებით 100გ ცივი წყალი გადავურიოთ კარგად. ხორცსაკეპ მანქანას, ნაწლავს წამოვაცმევთ და ხელით ვარეგულირებთ კუპატის სისქეს, ვიდეოში კარგად ჩანს, ესეც დავდოთ მაცივარში 30 წუთი. გავაცხელოთ ტაფა, მოვასხათ ზეთი და შევბრაწოთ ორივე მხრიდან დაახლოებით 4-4 წუთი, ცხელივე შევდგათ ღუმელში 10-12 წუთით. გაცხელებულს მოვაყაროთ ალყად-ალყად დაჭრილი ხახვი, ბროწეული და ოხრახუში