წიწაკა გავრეცხოთ, მოვაჭრათ ყუნწები, ისე რომ ხელის მოსაკიდებელი დარჩეს და ჩავუჭრათ წვერი მაკრატლით.ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ძმარი, შევურიოთ შაქარი, მარილი, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები. ავადუღოთ და ჩავყაროთ წიწაკები, დროდადრო ვურიოთ, როცა შერბილდება დავუმატოთ დაჭრილი ნიორი, მწარე წიწაკა და მწვანილები. გავაგრძელოთ შუშვა და მივიყვანოთ მზაობამდე, უნდა იყოს ხრაშუნა. გადმოვდგათ გაზიდან ქვაბი. წიწაკები მოვათავსოთ ქილებში, თან წვენიც ჩავაყოლოთ და გავასტერილოთ.