ფქვილი და შაქარი გავაერთიანოთ და შევურიოთ გაზზე დადგმულ თბილ რძეს და ვურიოთ განუწყვეტლივ ადუღებამდე. შემდეგ ძალიან დაბალ გაზზე ვშუშოთ 5 წთ. გადმოვდგათ შევურიოთ კარაქი, სამზარეულოს პარკი დავადოთ კონტაქტურად და დაველოდოთ გაციებას. როცა გაცივდება შევურიოთ არაჟანი, შესქელებული რძე, ვანილი და ხელის სათქვეფით გადავურიოთ. მიქსერი არ სჭირდება. აქვე გეტყვით, რომ ეს კრემი არის შედარებით თხელი, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი კონსისტენცია გვჭირდება. აწყობა: საცხობზე მოვალაგოთ ორცხობილა, წავუსვათ ჩვენი არომატული კრემი, ისევ ორცხობილა მოვაფინოთ, ისევ კრემი და ა. შ. რამდენი ფენაც გსურთ. მე სამი ფენა გამომივიდა მოცემულ ფორმაში. თავზე მოვაყაროთ დაფშვნილი ორცხობილა. 2 საათი დავტოვოთ გარეთ და შემდეგ შევდგათ მაცივარში.