1 კგ. ფქვილს დავამატე მარილი თბილი წყალი და მოვზილე მაგარი ცომი, დაახლოებით ვზილე 10 წუთი, გადავაფარე ჭურჭლის ტილო მივდგი გვერდით, გადავზილე 10 წუთში და ისევ დავასვენე. ცომი გავყავი ორ ნაწილად და გავაბრტყელე დიდზე ამოვჭერი მრგვლად და სათითაოდ ჩავდე პატარა კოვზით ხორცის მასა გადავკეცე მივეცი პელმენის ფორმა მოვხარშე მარილიან ქაფქაფა ადუღებულ წყალში. ცხელსვე მოვაყარე პილპილი და მოვასხი არაჟანი.