შაქარი და წყალი წამოვადუღე და ცხელ სიროფში ჩავალაგე გარეცხილი და დაჩხვლეტილი ლეღვი. ვადუღე ნახევარი საათი. შემდეგ გადმოვდგი მურაბა ცეცხლიდან და გავაჩერე რამდენიმე საათი. ამის მერე ისევ წამოვადუღე ნახევარი საათი. კიდევ გავაჩერე, შემდეგ წამოვადუღე და ვხარშე სანამ ლეღვი არ მოიხარშა. ამის შემდეგ ცხელ-ცხელი ჩავასხით ბანკებში და დავხუფეთ. მთლიანობაში ორჯერ ვადუღე 30 წთ და ბოლოს სანამ არ მოიხარშა.