3 ცალ ბადრიჯანს, გარეცხვისა და გრძლად დაჭრის შემდეგ მოვაყარე მარილი და ცოტა ხანში გადავუწურე სითხე,ბადრიჯანი თავიდან გავრეცხე, შევწვი საშუალო ცეცხლზე საჭირო რაოდენობის ზეთში და მოვათავსე თასში. იგივე ტაფაში ოდნავ მოვშუშე 1 ცალი ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე თასში 5 სადილის კოვზ მაიონეზს შევურიე ნახევარი ჩაის კოვზი უცხო სუნელი, ამდენივე ყვითელი ყვავილი, 4 კბილი წვრილად გახეხილი ნიორი, რამდენიმე ღერი წვრილად დაჭრილი ნედლი ქინძი, მოშუშული ხახვი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით და კარგად ამოვურიე ერთმანეთში, შემდეგ კი შემწვარი ბადრიჯნები ამოვავსე ამ შიგთავსით.