3 კვერცხი ცილა ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ 1.5 ჭ. შაქარი და 3 კვერცხის გული, ესეც ამოვიყვანოთ კარგად. შემდეგ დავუმატოთ 1 ჩჭ. მაწონი, გაგრილებული მარგარინი (სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ კარაქი), 0.5 ჩკ. სოდა, ვანილი, 3.5 ჭ. ფქვილი და ქიშმიში. ჩავასხათ თბილ, ცხიმ მოსმულ ,,ბურჟუიკაში". ამოვიღოთ 3-4 კ. ცომის მასა და შევურიოთ 3 სკ. კაკაო. ბურთებად ალაგ ალაგ ჩავდოთ ცომში და დანის წვერით მოვურიოთ სიღრმეში ადგილზე, რათა მივიღოთ ზებრასავით ფერები. შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 160-170 გრადუსზე, დაახლოებით ერთი საათი.