მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ მრგვლად დაჭრილი სტაფილო. 20 წთ.-ის შემდეგ დავამატოთ გრძლად დაჭრილი ბულგარული და ცხარე წიწაკა. ცალკე, დავაბლენდეროთ ან გავატაროთ (კანიანად) პომიდორი და ვადუღოთ ნახევარი საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ, სტაფილოს მასა გადავიტანოთ პომიდორში (ან პირიქით) დავამატოთ ნიორი, მწვანილები, მარილი. ვადუღოთ 30 წთ. და გადავიტანოთ ქილებში, გავუკეთოთ სტერილიზაცია 20-25 წუთი.