კარაქი მწიკვ მარილთან და შაქრის პუდრთან ერთად მიქსერით კარგად დავამუშაოთ. დავუმატოთ ესენცია, კვერცხის გულები და ისევ კარგად გავაერთიანოთ მასა. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი გამაფხვიერებელი. სწრაფად შევკრათ ცომი (არ სჭირდება დიდხანს დამუშავება, რომ კარაქი არ დარბილდეს ძალიან) და საკონდიტრო ცელოფანში შეფუთული 40 წთ. და შემდეგ მაცივარში მოვათავსოთ. ცომი გავაბრტყელოთ (ან თუ გსურთ ბურთებად დაყავით და ისე ამოიყვანეთ ფორმაში) 3 მმ სისქეზე. დავჭრათ ფორმაზე ოდნავ დიდი ზომის რგოლები, მოვათავსოთ სათითაოდ ფორმაში და შევდგათ ისევ მაცივარში 15-20 წთ. შემდეგ დავჩხვლიტოთ ყველა ჩანგლით რამდენიმე ადგილას და წინასწარ გახურებულ ღუმელში 190-200 გრადუსზე გამოვაცხოთ. შეგიძლიათ გამოაცხოთ ჯემით, კრემით ან უკვე მზა კალათები მორთოთ სურვილით.