ჭარხალი მოვხარშოთ, გავაციოთ და გავხეხოთ, დავამატოთ გატარებული ნიგოზი, დაჭყლეტილი ნიორი,წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი, წითელი წიწაკა, პილპილი და ძმარი გემოვნებით. შევურიოთ ბროწეულის მარცვლებიც. ყველაფერი კარგად ავურიოთ და ცოტა ხანს მაცივარში გავაჩეროთ, რომ გემო უკეთ გაუჯდეს. გემრიელი ფხალი მზადაა! Red Pkhali – cook beets with walnut-garlic dressing