ბადრიჯნებს მოვაჭრათ ყუნწები,შუაზე გავჭრათ, დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეთი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევწვათ დაახლოებით 20-25წთ, სანამ დაიბრაწება, შემდეგშევაგრილოთ. ამასობაში წვრილად გავხეხოთ სტაფილო, დავუმატოთ წვრილად დაკეპილიხახვი და ზეთში მოვშუშოთ ,შევურიოთ დანაყილი ნიგოზი,წიწაკა, ნიორი და მწვანილი. ბადრიჯნებს ამოვაცალოთგული, ისიც შევურიოთ მასას,შევანელოთ მარილითა და ძმრითდა ჩავაბრუნოთ გულამოცლილ ბადრიჯნებში. ბადრიჯნები გავაფორმოთ დაჭრილიმწვანილით. მისადევნებლად უხდება მსუბუქი სალათა.