გაცხელებულ ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხორცის ფარში. დავუმატოთ ისპანახი და ბრინჯი, დავახუროთ სახურავი და ვშუშოთ 6-7 წთ. დავუმატოთ ლობიო თავისი წვენით, შევანელოთ სანელებლებით. ტორტიები (ტორტია მექსიკური თხელი პურია, რომელიც ძალიან ჰგავს ლავაშს. იგი სიმინდის ფქვილისგან მზადდება. თუ ტორტიას ვერ იშოვით, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თხელი ლავაში) შევათბოთ, ზედ გადავანაწილოთ ფარში და ჩედარი. გვერდები გადმოვკეცოთ, გავახვიოთ და შუაზე გავჭრათ. მივირთვათ იოგურტის და ჩილის სოუსის თანხლებით.