ხორცი დავჭრათ, დაფნის ფოთოლთან ერთად მოვათავსოთ 3-ლიტრიან ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის პროცესში მოვქაფოთ. დავჭრათ ხახვი, დავკეპოთ ნიორი და მოვშუშოთ. ხახვსა და ნიორს დავუმატოთ კანგაცლილი დაჭყლეტილი ან გახეხილი პამიდორი და მოვშუშოთ ცხარე წიწაკასთან ერთად. როცა ხორცი თითქმის მოიხარშება, ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი, დავუმატოთ ხარჩოს სუნელი, გარეცხილი ბრინჯი და ვადუღოთ ბრინჯის მომზადებამდე. შემდეგ დავუმატოთ ტყემალი, მოშუშული ხახვისა და პამიდვრის მასა და ვადუღოთ 5-10 წუთის განმავლობაში. ბოლოსმოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.